ევკალიპტები


ის, რაც წლების წინ გავასხვისე - ევკალიპტები -
დღეს ფოთოლ-ფოთოლ უნდა ვიყიდო.
- რა ბრძანეთ? - უცებ მეკითხება აფთიაქარი.
მე შორს ვარ (ფიქრით), ის კი - აქ არის
და რჩევას მაძლევს:
მოვხარშო ორთქლზე,
ჩაის კოვზით ვასვა პატარებს...
- გმადლობთ, - ვპასუხობ, -
ამ ხმელ ფოთლებს ჯიბით ვატარებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი