ახალი ათონი
მე ვარ მტირალა სტალაკტიდი, შენ – სტალაგმიტი, ასე, წვეთ–წვეთად რომ მივიწევთ ერთმანეთისკენ. ოდესმე, ალბათ, სლიპინა სვეტზე გადატყდება ყოველი ჩქამი, უკუნი ღამეც, ასე დიდხანს რომ გვეცვა ტანზე, გაიცრიცება... აფრიან გემებს გადასწვდება ტკბილი „ვარადა“... ასე მეგონა – ერთად ყოფნას (ჩემსას და შენსას) მღვიმე თუ არა, ღმერთი მაინც დაიფარავდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი