ზამთარი სივრცის უტყუარი ანამნეზია ..


ზამთარი სივრცის უტყუარი ანამნეზია.
გადასახვევთან შეღებილი გაუსკდა ბაგე
ქუჩას... და მოჩანს სასაფლაო და ეკლესია
და თეთრი თოვლი საღამომდე აავსებს ბაგებს.
ვიცი, ეს დარდიც დიდხანს, დიდხანს, განა ცოტა ხნით,
დარჩება სულში! - რა გაალღობს მკაცრს და პურიტანს?!
დგას ყინვის ყულფში თავგაყრილი ჩემი ოთახი
და ზეცას უჭვრეტს გათოშილი საკვამურიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი