გყოლოდი, ზღვაო!..
რაო, რას ფიქრობ? რა ფერი გაქვს, ან თმა რას გიგავს?! ... ასე გაგწეწა ოქტომბრის ქარმა? მე, ცოცხალ- მკვდარმა, მოვათრიე შენს ტერფთან ძვლები, შენ კი რას შვრები? - დაგიშვია წვიმების ფარდა, მახვედრებ მკვდრის მზეს... ჯერ გიმზერ, გიმზერ... საღამომდე არ ვიღებ ბილეთს!... რომ გაგიჩნდი, გყოლოდი, ზღვაო,- რად გამაშვილე?!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი