ფერები(თ)
დღეს დავრჩი თეთრი, თეთრი, თეთრი ღვინის ამარა და შავი, შავი, შავი ღამე მოდის კოჭლობით; ვუქშიებ შორით შემოფრენილ მწვანე ღამურებს, რომლებიც სულში სმარაგდისფერ კედლებს ფხოჭნიან და მერე რუხი, რუხი მთვარე უმატებს წუხილს, სწყდება ცარგვალს და უგზოუკვლოდ იწყებს ბორიალს... შემინდე, ღმერთო!.. მინდა მოსვლა, მინდა და უღელ- ტეხილი ისევ ინისლება... კი ვარ ბორიო, მაგრამ სუსტი, სუსტი, სუსტი, სუსტი იმდენად, რომ ობლად მდგარი ყვავილიც კი ვერ შევარხიე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი