გწამდეს
გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი, სისხლი ადუღდა და შეფერადდა, რადგან იმნაირად შემიყვარდი, როგორც – კვაზიმოდოს ესმერალდა. მკრთალი ოცნებები შეიფარე, დედის საოცარი სახელი გაქვს, და მეც იმნაირად შემიყვარდი, როგორც ყრმა – ჟო ფრეის ანჟელიკა. სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და დღეებს იმედები მოეფინა, რადგან იმნაირად შემიყვარდი, როგორც – ნაპოლეონს ჟოზეფინა. სულში დამწყვდეული ლეთარგია დროის სტრიქონებით ვურიე და ვიცრე ისეთივე სიყვარული, როგორც – რომეომ და ჯულიეტამ. ტანმა ჟრუანტელი შეიფარდა, ვნებაც სისხლძარღვებში შეაბიჯებს, რადგან იმნაირად შემიყვარდი, როგორც – ყმაწვილ დანტეს ბეატრიჩე. ვწერ და ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილებს: სჭირდათ შეგრძნებათაანემია, მაგრამ როგორც მე შენ შემიყვარდი, ისე არცერთ მათგანს ჰყვარებია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი