აჭარ(დ)ელი


იქნებ არც მაქვს ხებერი და
იქნებ კიდეც ვაჭარბებ,
ლამაზ ციცას რომ დევნახავ,
მაინც წევიაჭარლებ.

წყალი ნაფოტს ჩამოიტანს,
ალვის ხის ჩამონათალს,
ზვინში თივას გავაფენ და
ყარდაშ! ციცას მოთაფლვას -

ვერ მასწავლი შევხედავ და
წამსვე გულში გამიარს,
ჩემი ზვინი მირჩევნია,
"ჰოტელს" -  ხუთვარსკვლავიანს.

ზამთარ-ზაფხულ ვიწიწინებ,
ვიარ ყანებს, მდელოებს,
ციცას ვნახავ? - აჭარულად -
წავი ალენ დელონებ.

მერე სოფლის ბორჯგი ბიჭებს,
მუშტში გევეჯიბრები,
გავლახავ თუ გამლახავენ,
კვლავ ამფერი ვიქნები.

ციცა, ციცა, ისვენ ციცა,
ფიქრით ვეღარ ვიძინებ,
ისევ ისე ვაჭარლობ და...
ვწიწინებ და ვწიწინებ!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი