აჭარულ კილოზე


(ც ი ც ა ვ )

ჭალები, ყანა, ზვინები,
ოდა, ჰამაკი, ნალია,
მაგ გულში ჩაგეფინები,
სანამ ეს წლები გავლიან.

სულში რომ ჩაგიკუკულებ,
ჰადმე ვერ წახვალ ციცავო,
ღალატს არ გკადრებ ანტერო,
ერთადერთ ნენეს ვფიცავო.

მინდვრის ყვავილებს დაგათოვ,
ღრუბლებს დაგიწყობ ბალიშად,
ჩაგეფუნჩხები, გაგათბობ
და თუ სული არ გამიშპა -

მოდნი კაბებსაც ჩაგაცმევ,
როცა წაგიყვან შინაო,
აღმართ-აღმართ რომ ავივლით
შენ დაგაყენებ წინაო...

მარა ეს მემრენ, ახლა კი
ციცავ შენს პასუხს ველიო,
ან ისევ დარჩი ბაბასთან,
ანდაც მომეცი ხელიო.

ჭალებს,
ყანასაც,
ზვინებსაც -
ოდას,
ჰამაკს
და
ნალიას,
გოგოვ შენ ოღონდ დამთანხმდი -
ამათ სულ ყველას სცალია.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი