ბათუმს
"ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი და მხიარული ულტიმატუმი, შესძლებს რომ გულის გულთან კავშირი შესწყვიტოს... ისე მიყვარს ბათუმი" - თვით ბათუმია ამის მიზეზი, ბათუმი ჩვენი ქვეყნის კელია და ამ ქალაქში ხშირად ისე წვიმს რწმუნდები წვიმაც ბათუმელია. ლამპიონებზე ღრუბლებს აბამენ ქუჩები, დღეა შარმის მორგება როცა ამინდი რძისფერ საღამოს მოიქარგავს და მოიქოლგება და ერთ ქოლგაში მყოფი წყვილები, მრავლდება თითო-თითო ტირაჟით, ერთმანეთი რომ უყვართ, წვიმაში - მიხვდები კაცი დანამდვილებით. სხედან ჩიტებიც სარეცხ თოკებზე, სხედან და კენკენ ქალაქს ვნებიანს, ჩერდება წვიმა ხოლო ქოლგები სოკოებივით იკრიფებიან. ლექსი კი რჩება როგორც ბარაქა, მთვარეს რომ ეტრფის, ღამის - ბაირაღს და მთელს ქალაქში მთელი ქალაქი ბედნიერია რაღაცნაირად!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი