დედის ამინდები
(ლევან დევაძეს) ცხოვრებას ნაჭუჭს სააღდგომო კვერცხივით აცლი, წვიმების სეზონს მიწურული ოქტომბრის კვეთავს და რაც დრო გადის გულის ნაცვლად არეში მარცხნივ - გიფეთქავს დედა... ცაა ისეთი თითქოს ამინდს შენს სულს სწირავდნენ და შემოდგომის ბოლო დღეებს აკლდებათ სითბო, რჩები მარტო და გრჩება განცდა რომ სიკვდილამდე - მოკლულხარ თითქოს... მაგრამ იმედი იმედია!.. ის პირველ ყოვლის - ჯვარზე გაკრული ღვთის სისხლივით ტკივილზე წვეთავს... და გჯერა ცამდე რომ იანვრის პირველი თოვლი ჩამოთოვს დედას!..
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი