სურათები
მდინარის გაღმა დარბოდა ყეფა, გამოღმა ქარი დამალა ყანამ, იწვა ორსული ზვინების კრება და ვოცნებობდით ფრენაზე მანამ - სანამ მაკიაჟს ირგებდა დილა... ყურს აყოლებდა გალოკვას კატა, ქარი ყვავილებს ქორწილით ღლიდა, შემოდგომა კი ეხურა ფატად. გუნდაობამდე წამები ვთვალეთ, ვერ დავუზავდით ცხოვრების არჩივს, მახსოვს გათოვდა ძალიან მალე, ჩვენ კი სხვადასხვა ზამთარში დავრჩით!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი