შედეგი
უფერული დღეები უშედეგო მკათათვის, უჩვეულო ტკივილებს თითქოს მუზად მოება, ბედისწერა ასეთი გარემოებათათვის არის ფიქრში დამხრჩვალი მწარე უსაზღვროება. დღეთა განცალკევებით უნიათო ღამეთა, ფარდობითი შედეგი თვითმკვლელობის ხედია, ის რომ შენი თანხმობა მაზიარებს წამებთან, ჩემი მოთხოვნილების მემილიონედია. ფერთა მოჭარბებული სურვილების დამქაში, უკვე ვეღარ მაკვირვებს ფანტაზიურ ხელობით, და უმზეო დღეების გულგატეხილ თამაშში ლიდერობას ვაგრძელებ ფარხმალდაუყრელობით. თუმც ძალიან ადრეულ პერიოდში ვბერდები, შენში მოჭარბებულად შევხვდი ქალის ბავშვობას, თქვი და დაუფიქრებლად გადაგისხვაფერდები, თუკი მხოლოდ ეს ჩემი დაჩემება გვაშორებს. მაგრამ ისე გართულხარ ჩემს უოცნებობაში, ამაოა სათქმელი უშედეგო მკათათვის და გრძნობების მილიონ შეფარდებითობაში, ჩემი დარჩა უბრალო, გარემოებათათვის.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი