ვთამაშობთ


ციკლიდან: ბავშვობაში დაწერილი ლექსები

ჩემი ღამეები ლექსების კამათლებს
მცირე კარამბოლით ისვრიან, ვთამაშობ,
როცა წვიმს სტროფები სხვაგვარად ამართლებს,
ვიგებ თუ არ ვიგებ შენ მაინც მკარნახობ.
ეპოქის სარკმელთან ფხიზლობენ გიჟები,
მუზა კი საღამოს ლექსებით არინდებს,
მე და შენ ვთამაშობთ, გორდება რითმები
და ჩვენი ოთახი მასპინძლობს ქარიტებს.
აქაა ვერსალი, ედგარ პო და ა.შ.
ღამეა, სამია, დუმილი უმეტეს,
თამაშმა მინაზე წვიმის ხმა დაახშო,
ფიქრებმა კამათლებს გზა გადაუკვეთეს.
მე თითქმის ოცის ვარ ერთი თვეც გავა და
ისევ ვითამაშოთ სხვა თავდავიწყებით,
თუ არ გამომივა ერთ ოცსაც გავატან -
წლებს და ყაიმისთვის უფრო გავიზრდები.
ვთამაშობთ, ღამიდან ღამემდე ვთამაშობთ,
ურთულეს თამაშებს მართლაც, განა იოლს?
იგებ და მიკვირს რომ მაინც შენ მკარნახობ,
მეყოფა კარნახი... მორჩა... გალაკტიონ!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი