დასაწყისი
მარხვის პირველი – კვირის პირველ – დილას ევნები, გარეთ რიჟრაჟი გდია როგორც ღამის მაჩეტე, საკუთარ თავთან ორჭოფობ და გრჩება შეგრძნება, რომ თითქოს ქრისტეს ჯვრიდან ხსნი და ისევ აჭედებ. ირგვლივ სითბოა, მაგრამ ნერვებს კილავს სიცივე, ეს მერამდენედ, იძულებით გიწევს დახარო თავი – სხვის თავზე უფრო მაღლა და სულს გიმძიმებს, რომ ზურგის ტვინში ჩატეულა მთელი სამყარო. მაშინ რა ცაა, რა ტანჯვაა, რაღა წნეხია, პოეზია თუ აღარ არის ჯვარცმის სადარი და ასე სადღაც ფრაგმენტ-ფრაგმენტ ხვდები მეფე ხარ, მეფე რომელიც თავზე მძიმე გვირგვინს ატარებს. მერე კვლავ მარხვა!... პირველივე დილას ევნები... გარეთ რიჟრაჟი გდია, როგორც ღამის მაჩეტე, საკუთარ თავთან ორჭოფობ და გრჩება შეგრძნება, რომ თითქოს ქრისტეს ჯვრიდან ხსნი და ისევ აჭედებ!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი