მორიგმა ღამემ ვეღარ განჭვრიტა ..


მორიგმა ღამემ ვეღარ განჭვრიტა
ეპოქა ბეწვზე გადარჩენილი
და ლოჯიაში ღია ფანჯრიდან
მზე შემოვიდა მამაჩემივით.

ისევე როგორც ექიმებს – ხეებს
ხალათებივით თოვლი ემოსათ
და მაშინ მივხვდი რომ არ მენახა
არსად – ამგვარი დილის შემოსვლა.

ფიფქით ივსება ზამთრის არქივიც,
თოვლს უშენს ზეცას ბავშვი თავნება,
ბურთი ბრუნდება ბუმერანგივით
და თითქოს უფალს ეგუნდავება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი