ვერ გადმოჰქონდა ჭოროხს ..


ვერ გადმოჰქონდა ჭოროხს წყალში ჩაყრილი „ამინ“ –
ყვავილებივით.
საფლავს უდარაჯებდა მოცვი.
მუჭით ეჭირა თითქოს რამოდენიმე გრამი
ქართული მიწა მკვდარს და ისე ისმენდა ლოცვას.

ლოცვას ისმენდნენ სხვები, როგორც ქართულად ისმის
და პროცესიაც თითქოს გამიჯნულიყო მწუხრთან,
წირვის დროს ისე დაცხა მიცვალებულის სისხლი,
შედედებული სისხლი – გეგონებოდა დუღდა.

გამოუჩინა ხალხმა მიწას მორიგი უბე,
შვილებმა მიცვალებულს თავქვეშ დაუდეს წიგნი
და იგრძნეს სხვის მიწაზე – თუ რა მძიმეა კუბო,
როდესაც ქართველია ჩასვენებული შიგნით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი