იანვარია მგონი ქუჩებში ..
იანვარია მგონი ქუჩებში და ჩამოუსხამს ყინვა ყალიბად, მე კი ვერაფრით გადავურჩები, ახლა იმდენად ერთი ცალი ვარ. ამ თოვლს, ამ ყინვას და ყველაფერ ამ-ს, რაც უშენობას სიკვდილს ურითმავს, ვიკლავ ბუხართან და ცხელ საფერავს, ვსვამ დახვრეტილი ხელისგულიდან. როგორც ეს თოვლი ზეცას მიფშვნილი, ისე მარტივად ვქრები ამ ბოლოს, მხოლოდ სტრიქონებს გიწერ სიმშვიდით, უმუხტოსა და უმეტაფოროს, ჩვენ არ შევცვლილვართ წლების შემდეგაც, ეს ლექსიც იმედს აღარ გვითესავს, რადგან იგივე არის შედეგი მე კვლავ პაჟი ვარ შენ კი პრინცესა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი