CONCLUSION
შენ როცა მოხვალ სიკვდილივით ჩემში დარჩები და პოეზიის ბრწყინვალებას გულით განჭვრიტავ, იცი, მე მინდა დავუსერო ღამეს მაჯები, რომ დედამიწა დაიცალოს ჩვენი ფანჯრიდან, სისხლით. ლექსებით. შავი ფერით. სირთულეებით. შემდეგ დილამდე ვისაუბრებთ, ისევ უსიტყვოდ და როიალის გრილ კლავიშებს სართულებივით ჩაჰყვება შენი ბრმა თითების ცხელი მუსიკა. მოხდება ძილი, როგორც სიზმრის ბოლო დაკაპო, მე დავფიქრდები – „ასე იყო ნუთუ წინათაც“? და ძველებურად რომ არ გსურვარ დილით დავასკვნი – შენი ნათქვამი – „წუხელ როდის ჩამეძინა?-დან“...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი