უმოტივო მეტივე


ხელი დაუშვი, რომ მიყვარდი ისიც დაუშვი,
იყო ტივი და უმოტივოდ იწვა მეტივე,
დროგამოშვება მოვკალით და შენ გეხამუშა –
კოცნა, კისერში ჩავარდნილი წვიმის წვეთივით.

სანაპიროზე გეგონა რომ ჩემი მეგონე,
მერე გზა და გზა გაიზარდა დროც და შეჩვევაც,
რადგან წუხელის ჩემი ყველა მზერა შეკონე,
ხოლო ამ დილით დამაყარე თავზე ეჭვებად.

ახლა ვწევართ და გვენაღვლება ზეცა ისე რა,
ზეცა რომელსაც ამინდები აჰღელვებია,
შორით ჩანს ხიდი, – ვით ჟირაფის ჭრელი კისერი,
მთები კი თითქოს დაჩოქილი აქლემებია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი