მამა და თოვლი


ისმოდა მხოლოდ "ღმერთო მოჰმადლე"
და ცრემლიანი იჯდა ლოგინთან
ჩემი და...
როცა თეთრი ხომალდით,
მამისთვის ბოლო თოვლი მოვიდა.

მახსოვს ყველანი სახლში ვიყავით,
გარეთ ბრწყინავდა ბროლის ლაშქარი
და გული მწყდება მამი, 
იმ ღამით, -
სიკვდილს თოვლში რომ ვერ შეასწარი,

სიკვდილს ცივსა და საშიშს ესოდენ...
როცა რიჟრაჟმაც თოვლი აისხა
მამის ოთახში 
აღარ ისმოდა
აღარც ლოცვა და აღარც მამის ხმა.

სეზონიც ამინდს ვეღარ დაჯერდა
და ირწეოდა თოვლი სავსებით,
თუმც ყოველ ღამე ვხსნიდი 
ფანჯრებს და
შენს ოთახს მამი მთვარით ვავსებდი.
.
ისმოდა მხოლოდ "ღმერთო მოჰმადლე"
და ცრემლიანი იჯდა ლოგინთან
ჩემი და...
როცა თეთრი ხომალდით,
მამისთვის ბოლო თოვლი მოვიდა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი