მიდიხარ
ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი, იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა, მიდიხარ. შენი წვრილი ქუსლები, აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად. მიდიხარ. ჩემს თავს ვეღარ ვერევი, წყდება ფეხის ხმა სადღაც კარს იქით, მინდა სიკვდილი და ეს ნერვები, ხელში მიჭირავს კონტარაბასივით. ღამით კი ვიცი დავიბოღმები და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ, მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები, რადგან მიდიხარ. ისე ლამაზად!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი