და ხუთი სტროფი..


და წვივი ორი, კერტი და ხალი -
ყელზე და კაბად ზაფხულის ჩაცმა,
ქუჩაში ერთი ლამაზი ქალი
ბათუმის წვიმით გაწუწა ტაქსმა.
დასველდა კაბა დასველდა თეძო,
გაექცა წვეთი ძუძუებს შორის
და ქუჩა-ქუჩა და ეზო-ეზო,
აგროვა ბეეევრი მზერა და ჭორი.
ქალაქი წვიმამ დაახრჩო წვიმით,
ლამაზი ქალი გაწუწა ტაქსმა,
ხალი და ორი კერტი და წვივი,
წვეთი და წვეთი, თავსხმა და თავსხმა.
ლამაზმა ქალმა გაუგო სეზონს
და სადღაც ბევრი სურვილის იქით,
მიუშვა თავის ნებაზე თეძო,
მხარზე კი ზორტი წითელი ლიფის.
დღის ბოლოს როცა შენიშნა ცაზე,
პერიოდს როგორ შეაშრა ოფლი,
წავიდა შოოოოორს და წაიღო ასე -
ჭორები, მზერა და... ხუთი სტროფი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი