ბელა ქებურიას
ბორიო - ქალაქს თმას უჩეჩავს, ქარწყლდება ყოველი დარდი, როდესაც ბათუმის ქუჩებში ერთი ქალბატონი დადის. ცა მაგ დროს სინათლით სავსეა, სტრიქონიც სრულდება სტროფით, ღვთისმშობლის უბიწო ხასიათს და დედის უმანკო პროფილს - იგუებს, - იმდენად საოცრად, უფალზე მიჩნდება იჭვი, ქალი რომ ნეკნიდან გამოწნა, - რა ვქნა, დაჯერება მიჭირს. რადგან კაცს ქრისტესთან ვალი აქვს, რადგან არ დაგვტოვოს შიშმა. რადგან ის პოეტი ქალია, რადგან ის ლექსიდან იშვა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი