ინსომნია


ძილი და თვალის გუგები
მძიმე,
არ ეკარება სიზმრები
გუგებს,
ღია ფანჯრიდან შემოდის
წვიმა
და სახლში დგება ფიქრების
გუბე...
ფარვანა, ჭრაქი, კოლოფი
კენტის,
ძლიერი ხველა, სხეული
სუსტი.
შემოდის წვიმა და ქარის
ბენდი
გგონია თითქოს ფილტვებში
უსტვენს
და ვუცქერ მაგ შენს
თვალებს _ ცის დედანს...
დანა მაჯაზე მიტოვებს
თარიღს...
ლოცულობ, მაგრამ არ ჩანს
ქრისტე და
რკინის მამალთან სრულდება
ქარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი