გიცქერ იმდენად მყარს და შეუვალს ..


გიცქერ იმდენად მყარს და შეუვალს,
სიმორცხვე ტანში ჟრუანტლად მივლის,
ჩემს წინ დგას ახლა შენი სხეული
და არაფერი აღარ დგას ირგვლივ...
მხოლოდ და მხოლოდ დგება შეკითხვა,
დგება პასუხი, დგება მომენტი,
რომ შენ დღეიდან სხვაზე მეტი ხარ,
ორი სტროფით და ერთი პოეტით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი