მეგობრის ხსოვნას
ის იყო ერთი უბრალო ბავშვი, ბავშვი რომელიც გაექცა ტკივილსსში და იმის თვალთა თაფლისფერ ნახშირს, ცისფერ სივრცეში აპნევდა ტივი. ის მიცურავდა შენსავით მარტო, ტყეებს კოპლებად მოესხათ მარტი და ამ სივრცეში სიცოცხლის გარდა, სიკვდილის გზები მოჩანდა ფართოდ. ლურჯი ლავანდა, გეტრი, სოიო, მოგზაურობას როგორც შეჰფერის! ო, როგორ ვგავდი მე ტომ სოიერს, შენ კი სულ სხვა გზით წასულ ჰეკლბერის. არ აღმოაჩნდა ტკივილს რეცეპტი, ფიქრებმაც თავის ნებაზე მმართეს და ხან მარკ ტვენში უფალს ვეძებდი და ხან უფალში ვეძებდი მარკ ტვენს. . გამოცდილია ახლა მსტოვრები და როგორც გვინდა ისე ვერ არი, რას იზამ კახა, ჩვენი ცხოვრება, ბედმა თუ დადგა სულ სხვა სცენარით, ხომ უფრო ადრე იხილე ღმერთი?! მე შევეჩვიე თრობას, ხეტებას... შენ ახლა ისე ბევრი ხარ ჩემთვის, გულში უფალიც აღარ მეტევა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი