პოეტის ცა
ვაი რომ ეს ცა როგორც ანდამატი პოეტის, ისეა დღეებიც ვაი რომ მოკლდება, შენივე ჰაერით ანდა მათი ჟანგბადით სუნთქავენ ლექსები, ჰაერი მძიმეა ოთახში, როგორი ფარდიანიც არის ეს ოთახი, სულია ასეთივე, ნერვებში გაზრდილი ტკივილის ფარდი არი პლანეტა, ქარისგან გაკეცილ გაზეთივით - იშლება წლები და ან რა დრო ან რა ფორა უნდა ამ დღეების მორყეულ კრიტიკას, მოძღვრები იხდიან ობიან ანაფორებს, შენ უფრო შიშველი ზეცისკენ მიდიხარ... ჟანგბადით სუნთქავენ ლექსები, ჰაერი მოკლდება შენივე ჰაერით, ანდა მათი სათქმელით და ახლა აქ რაღაცნაირი ცაა და ეს ცაა როგორც ანდამატი!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი