მე ჩემს თავს ვსწავლობ ბავშვობიდან ..


მე ჩემს თავს ვსწავლობ ბავშვობიდან - გითხარი როცა
მუხლების ტკივილს ვუჩიოდი და შენ იცინე
რადგან ყოველი ტკივილისას ვიყავი მუდამ
წინააღმდეგი ჩარევების სამედიცინო.

ამბობდი - სხეულს სხვანაირი მიხედვა უნდა -
მუხლის ტკივილს რომ ჩაენაცვლა ტკივილი კისრის,
მაშინაც მარტომ გადავლახე, დამჭირდა რვა თვე
და გადავისხი ორგანიზმში ჩემივე სისხლი...

როცა გაზაფხულს ჩევეჩეხეთ, დროებით გავთბით,
მარტში თირკმლებმა შემაწუხა, არც მაშინ, მახსოვს
არ მოვინდომე მკურნალობა, მერე შენ დასკვნა
გააკეთე და მითხარი რომ კომპლექსი გაქვსო

შენივე თავის, მომავალი დღეების.. და სხვა
ტკივილებს ბევრჯერ გადავაწყდი, ტერფამდე თხემით
ასე ვიყავი ბავშვობიდან და ამ ტკივილებს,
რომ შვეჩვიე შიგადაშიგ ვირჩენდი ჩემით.

შემდეგ მორიგი გაზაფხულის ამინდი გასკდა,
რაც მოხდა მაშინ აშკარააა დროდადრო ვიღდგენ
მოგონებებში იმ დღეების ვპოულობ საყდარს
და იმდენ რამეს მოვიგონებ და მერე იმდენ

ამბებს ვუყვები საკუთარ თავს სარკეში ცივად,
რომ ამ ღამითაც ძველმა სევდამ თავი იჩინა,
რაც შენ წახვედი იმის შემდეგ ეს გული მტკივა,
ისე რომ ჩემით ვეღარაფრით ვერ მოვირჩინე!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი