არიან დღეები, არიან ღამეები ..
არიან დღეები, არიან ღამეები, არიან ფიქრები, ხოლო მე ასე ვარ ყოველთვის ერთგვარად, ათასჯერ მინდოდა რომ მეთქვა წმინდაო მარიამ, ათასჯერ, მაგრამ არ ვიცოდი რომ მეთქვა, მეთქვა რა... გარეთ წამებაა, გარეთ ქაოსია, მივეცი გლახაკებს რაიც თუ მებადა, ახლა კი რა მომდის არ ვიცი, მაგრამ სულ მინდოდა რომ მეთქვა იესო მინდოდა, მინდოდა, მინდოდა, თუმცა ვერ ვამბობდი. დარჩა იმედები, დარჩა ბედისწერა, ხიბლია მასმენდნენ როდესაც ცა იყო ჩემი სამართალი და უიღბლობაში ყოველთვის ძალიან იღბლიანს, შემრჩა ტკივილები... რაღაცნაირი საქართველო, არიან დღეები, ღამეები, მერიდიანია ცხოვრება, რომელზეც მაღლა ვარ ორიოდ სართულით, ჩემში უფალი კი ჯვარს აცვეს უკვე მერამდენედ და ახლაც და ახლაც და ახლაც ჯვარზეა გაკრული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი