ნ ი ნ ო ს
მსურს უშენო დღეს დავუდო ზავი, სანამ ბედნიერ ნიღაბს მომბანდეს, ჩვენს შორის ისე მოკლეა გზა ვით - მეძავობიდან - მონაზვნობამდე. ხოლო მე გელი ისე ქართულად, რომ არ ვიღლები სევდის ტარებით, ტანსაცმელივით მიმოფანტულა ჩვენი ნათქვამი - ¨მიყვარხარები¨- ოთახში, აწმყოს შვილს რომ ვურითმავ, უშენო წამი რჩება საგიჟედ, თუმც მალე მოხვალ სამსახურიდან და ეჭვებივით შემოაბიჯებ... შერჩება საათს ჯერი კითხვათა, ჩამოივლიან გარეთ ლოთები, ხოლო მე ამ ლექსს წაგიკითხავ და შენს რეაქციას დაველოდები!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი