კაცი? სხვა რაღაა, ერითროციტია კაცი ..
კაცი? სხვა რაღაა, ერითროციტია კაცი ღმერთის, (რა თქმა უნდა) თიხის სამოსელი მოსავს, სადაც უფალივით სულის მნიშვნელოვან ნაწილს, თესავს ქრისტეში და თავად იკურნება კაცი, მხოლოდ განსხვავდება ცისგან დედამიწის პოზა. ლექსი? სხვა რაღაა, გიჟის ფსალმუნია ლექსი, როგორც თვითნასწავლი ბერის ამოთქმული ლოცვა... მთელი დედამიწის ჩუმი ჩურჩული რომ გესმის პირველ წაკითხვისას, მსგავსი შეგრძნებაა ლექსი, უნდა აიცრას და სულში აიდუღოს ხორცმა. ზეცა? სხვა რაღაა, მაღლა ახედვაა ზეცა, როცა ღია თვალებს წვიმა სიზმარივით აკრთობს, როცა მოგონებებს ძველი სტროფებივით კვეცავ, როცა ისე ხარ რომ თავად ამოგყურებს ზეცა, ზიხარ ღრუბლებზე და შენი სახელია - "მარტო"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი