ისე შესცქეროდი ამაყად მთვარეს ..


ისე შესცქეროდი ამაყად 
მთვარეს, აერია გრაცია,
თითქოს სულზე ხორცი ამაღამ,
ჩემი პერანგივით გაცვია.
გინდა გაიხადო, მიხურო
კარი, ოცნებებში, წლებს იქით,
მე რაც უფრო ხშირად გიყურებ,
თვალში მივარდები ლექსივით.
მალე დედამიწაც მორიგი,
ალიონით - მოიგარსება,
ჩვენ კი ერთმანეთი გვიყვარს და
უკვე რა ხანია ასე ვართ!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი