შეხედა და თვალებში ზეცა გადაიწერა ..


შეხედა და თვალებში ზეცა გადაიწერა
ქალმა, შემდეგ ქალაქი აედევნა ვნებიანს,
ვუყურებდი ფანჯრიდან, ხოლო ახლა ისე ვარ
უკვე - გადარჩებასაც - რომ არ ეკითხებიან
ჩვენი დები ექიმებს... თოვდა გადაუღებლად,
თოვდა გაგიჟებად და თოვდა შეუჩერებლივ,
ღამემ ქალაქს პროფილი თეთრად გადაუღება
და ხეებზე კვდებოდნენ ფანტელების ბგერები.
მეორე დღეს ქუჩები მოძრაობდნენ ჭორითურთ,
(მეც ვფიქრობდი) წინა დღე გვქონდა ყველას მიზეზად,
ნეტავ უფრო ლამაზი წუხელ იყო თოვლი თუ,
ქალი დილით თვალებში ცა რომ გადაიწერა?!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი