ვახტანგ თევზაძეს ..
ეს ჩვენი ქუჩა. მყუდრო ეზო. ზამთარი. სახლი. და ამ ტკივილსაც რა ხანია ბოლო არ უჩანს, გაცილებს ასე - მთელი შენი ცხოვრებით დაღლილს, ზამთარი. სახლი. მყუდრო ეზო. ეს ჩვენი ქუჩა. ბათუმშიც თოვლი. ამინდები ერთმანეთს ცვლიან, გზაზე ათასი ნაფეხური ცალად და ცალად, შენ კი ისეთი ნაკვალევი დატოვე ძია, თოვლის გადნობის შემდეგაც რომ შემორჩა ქალაქს!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი