ს ა ბ ა ს
მზისგან გამომშრალ ფილტვებს, წვიმის წვეთებით ვავსებ, ერთი სიზმარი მოდის ჩემთან ყოველი ღამით და როგორც გარიჟრაჟი გაიჟონება ცაზე, ისე აღვიქვი იმ დღეს შენი გაჩენა მამი, შენი გაჩენა მამი, ისე აღვიქვი იმ დღეს, შემდეგ გახშირდა პულსი და გამიძნელდა სუნთქვა, თერთმეტ აგვისტოს - როცა მამა გახდიო მითხრეს, ყველაზე /კარგად/ მახსოვს რაც კი ოდესმე უთქვამთ!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი