მე ასეთ თოვლში ჩემზე მარტო ვარ ..


მე ასეთ თოვლში ჩემზე მარტო ვარ,
თვითმკვლელობაა ფიქრის საგანი,
წლები გასულა რაც შენ დამტოვე
და ისევ ისე ვუსმენ პაგანინს
და ისევ ისე ვუსმენ ნიკოლოს,
შემდეგ მიჩნდება ხოლმე სურვილი -
ჩემი ზამთარი გამოვიგონო,
შენით სავსე და ოქროცურვილი.
საკუთარ თავსაც ვეღარ ვაჯერებ,
რომ ერთად ყოფნის წლები გასულა,
გდია ოთახში ვიოლონჩელო,
ყველა შეკითხვის მარტივ პასუხად.
გადაიკარა და საღამო ჯერ -
ისევ თბილია, სანამ დამთოვა
იქნებ სიკვდილი მაინც გამოჩნდეს,
მე ასეთ თოვლში ისე მარტო ვარ!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი