ზიზი. სიზმარი
თქვენ გახსოვთ ალბათ ძვირფასო ზიზი, პორტო ფრანკო და წყვილი ქარაგმა, გაგეცინებათ და წვიმის ზიზღი ქალაქში ისევ წვიმამ ალაგმა. ჩანდნენ ქოლგები, გრძნობათა მოტივს - არ ჰქონდა არსი, წვეთების დენთიც სკდებოდა ზღვაში... და ჩანდა ფლოტი და მახსოვს ზიზი რომ კარგად წერდით. შეგეძლოთ ვრცელი საუბრის ასხმა, მე კიდევ ბევრი დუმილი გკადრეთ, და ბავშვობაში, ასე, ჩემს მსგავსად, დაკარგეთ მამა ძალიან ადრე. ვიყავით ერთად, მაგრამ ცხადია, რომ ორ სხვადასხვა ბილიკს მივაგნეთ და ყურადღებას აღარ ვაქცევდით, ქარის სიმძიმით დახრილ იალქნებს, მერე დავშორდით, გრიგალში ორპირ და ყველაფერი დარჩა თამაშად, წუხელ კი მაინც მესიზმრეთ, ქოლგით, ცისფერ ქურქში და მწვანე კაბაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი