სულის სონეტი
მინდა გავბედო ერთი ცალი ჩემიც სონეტი. სანაპიროზე ენაცვლება ფრეგატს ფრეგატი, ვზივარ და ვუცქერ დედამიწის ფერად ნეგატივს მოდილიანით, პიკასოთი და კლოდ მონეთი. მე ვიცი ეს გზა არ მიქადის არრას დადებითს, ვერ გადავიტან აშკარაა ამ ცივ სარწყუნისს, ჩემი სიცოცხლეც სათუოა, მაგრამ დავრწმუნდი ასჯერ რომ გავჩნდე სულ პოეტად დავიბადები. ეს დღეც მოკვდება! უსათუოდ! ისე აციებს, იმოსავს ღრუბელს და ჩემსავით ისიც მარტოა ვზივართ ამგვარი მიჩვეული სიმარტოვეთი, ვზივართ და ვუცქერ ამინდების ვარიაციებს, უმამაჩემოდ წელს პირველმა თოვლმა დამთოვა და ამიტომაც სევდიანი შემრჩა სონეტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი