არავის გინდათ ბავშვის გული..
არავის გინდათ ბავშვის გული, ამაყი გული? წაიღეთ ძმებო მომაშორეთ, მე ვეღარ ვუვლი... არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი, რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის. ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს, აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს. ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას, ვერც ნიღაბ -როლებს, ვერც სიხარბეს ვერ ეგუება. კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია: ვინ ვისი ბატონ-პატრონია, ვინ ვისი ტყვეა. ცოტა ხანს უნდა დავისვენო სული ვიცხოვნო, ცოტახანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო. რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ, სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს. დანაღმული ხარ საკუთარი გულით, პოეტო, დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით. ფრთხილად, ბიჭებო, გულებს ტლანქად არ წამოედოთ, და მოძმის გულზე, როგორც ნაღმზე, ნუ ავფეთქდებით.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
❤️❤️❤️