ერთი პატარა გოგო მიყვარდა..
ერთი პატარა გოგო მიყვარდა, როგორც იყო და არა იყო რა, მისმა ალერსმა გადამიყოლა, მისმა ფერებამ გადამიყოლა. როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი, ყველას უამბო თურმე სულელმა, ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით, მე მამტყუნებდა მერე სუყველა. პატარას კარგი დედა ჰყოლია, თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია, მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა, დედამისს გული არა ჰქონია. ერთი პატარა გოგო მიყვარდა, ერთი პატარა, ჩია გოგონა, ჩემი ოცნების ციცინათელა, ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი