ვერ დაემალა შურს და ქიშპობას..


ვერ დაემალა შურს და ქიშპობას
ვერც შინ, ვერც გარეთ,
ვერც სანგარივით გაჭრილ სტრიქონში
ვერ დაემალა.
მთელ ქვეყანაზე არსად დარჩა დასამალავი
და უკანასკნელ სანგარივით უცდის საფლავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი