პატარა იყავ და ამიტომაც..
პატარა იყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი მეპატიება, რას ვიფიქრებდი არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და რომ გიყვარდი როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი მიუწვდომელი და შორზე შორი, შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად: თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ და შეიცვალა ჩვენი როლები შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ. ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხედავდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან, გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი