ბავშვობაში გაზაფხულზე..
ბავშვობაში გაზაფხულზე მივდიოდი ერთხელ ტყეში, არაფერი ამნაირი არ მინახავს მე ჩემს დღეში. ტყე გალობდა გუგუ-გუგუ, ტია-ტია, ჟრიკ-ჟრიკ, ჟრიკ-ჟრიკ... აპრილი კი მართლა ჰგავდა სამოთხიდან მოსულ შიკრიკს, უცებ ხის ტოტს გამოვედე - გავილუმპე თბილი ლეშხით, ტანში გამცრა... გამაჟრჟოლა და მოიღო გულმაც რეჩხი, ავიხადე, თავზე მადგა ჩიტის ბუდე- უფლის პეშვი... არაფერი ამნაირი არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი