იქ, იმერეთში ტყემლები ბოლავს..
იქ, იმერეთში ტყემლები ბოლავს, აქ კი წრიალებს ჩემი ოთახი. მე შევიშლები ამ მარტის ბოლოს, მე შევიშლები… ოღონდ ცოტახნით. მოზიდეთ მთების ეს თოვლ-ყინული, ეს გაუშლელი ფოთლის სინედლე, თქეში და თქეში კოკისპირული, სულის ვარვარი რომ გამინელდეს. სულ ერთი ბეწო, ერთი ნამცეცი ყელზე დამადგა სიტყვა ფხიანი _ მე სასულეში გადამცდა ლექსი მიშველეთ, სული მხდება ხრიალით. ღმერთო, ერთხელაც მომეც იღბალი, გადავიტანო წუთი უკვდავი, იქნებ როგორმე ამოვიბღავლო ლექსი _ ეს ჩემი სულთამხუთავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი