შენ რომ უბეზე ხელი იტაცე..
შენ რომ უბეზე ხელი იტაცე მუხლებზე კაბა ჩამოიწიე, რომ წამოწითლდი და დაირცხვინე, სწორედ იმ დღიდან დაგიმახსოვრე. სწორედ იმ დღიდან მონა ვარ შენი, შენ კი ისეთი მონათმფლობელი, რომ მონობიდან ვერ გამომიხსნი და ვერ მაჩუქებ თავისუფლებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი