გალაკტიონს


გალაკტიონს
იქნებ იმ წუთას
მოგეჩვენა ზურგს უკან ფრთები
და ცად გაჰყევი ანგელოსებს შენივე ნებით?

თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება ლეგენდად იქცა,
მიზიდულობა წესია და კანონი ბრძნული
და რაკი სრულად ეკუთვნოდა ცასა და მიწას,
მიწამ სხეული მიიხიდა და ზეცამ სული.

მაგ მძლავრი ფრთებით მოიხვეტე ჟამი და სივრცე,
გადარჩენილხარ დავიწყების სუნთქვას სუსხიანს,
ხოლო სიკვდილით ეზიარე იმხელა სიბრძნეს,
რომელიც დღემდე ვერცერთ მოკვდავს ვერ აუხსნია

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი