დაუწერელი ლექსების საგოდებელი
რა განგებამ დამწყევლა, რა სულმა და სატანამ, ზურაბივით სხეულში ლექსი ვინ ჩამატანა –სანამ გამიჩნდებოდი რა იმედად მოჩანდი! შვილო, ზურაბ, სადამდი? –ვაიმე, დედა, კოჭამდი! –რა ვიცოდი თავმკვდარმა, აგრე თუ დამღუპანდი! შვილო, ზურაბ სადამდი? –ვაიმე, დედავ, მუხლამდი... –ჩემო იმედ–ნუგეშო, რომ ვერ გშველი ვერრათი? შვილო, ზურაბ, სადამდი? –ვაიმე, დედა, ყელამდი... ............................................................................... სურამისა ციხე ვარ, ხვედრით უსასტიკესი, ჩემი შვილი ზურაბი შიგ გულივით მიკვნესის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი