ლომი
ზაურ ბოლქვაძის პორტრეტისათვის –ლომო, როგორ ხარ?– მოგიკითხავენ და გპატიჟებენ ლუდზე ბიჭები. მასპინძლის უღელს თვითონ ითავებ და ყველას იქით ეპატიჟები. ლომის პარიკი ბევრს შეუკვეთეს და მეტოქეებს ჰყოფენ კასტებად... არ გაგიკვირდეს: ლომზე უმეტეს ლომის ნიღაბი თუკი ფასდება... თავს გადააქნევ უკმაყოფილოდ, ლომს ჯერ სიზმრები არ აგხდომია: –ცხოვრება თურმე ცირკი ყოფილა და ცირკის ლომი რაღა ლომია...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი