ნასოფლარი


ჭალა–ჭალა ბრიალებდა
მზის და ბროწეულის ტევრი,
ალაგ–ალაგ შუკაც ხტოდა,
როგორც სილუეტი მწევრის.
აღარც ტყეა, აღარც ჭალა
ჩემს ყმობასთან შეზრდილები,
მამა–პაპის ნაოფლარო,
ვა რა მწარედ მესიზმრები.
ეს ცა, მზეს მზე,
ეს სიჩუმე დარჩენიათ ბერიკაცებს,
ბუჩქი რაა, ხრიოკებზე
ბუჩქიც ვერ დაფესვიანდა.
გამოვრბივარ ქალაქისკენ,
როგორც დამარცხების მაცნე
და მომყვება ყრუ ხარხარი
ჩალმიანთა, ფესვიანთა.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი