ორი კრიტიკოსი
ის ერთი –უგულო აზროვნებს უდავოდ. მეორეს გული აქვს, დადის კი უთავოდ. ნაღდი პოეზია ორივეს სწყურია: ერთი მთხოვს აზრიანს, მეორე–გულიანს. მეც ვურჩევ: როგორმე თავები გაცვალონ, რომ აღარ გაგტანჯონ, მკითხველო საწყალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი